Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაო ვიზიტი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში

თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ერაზმუს + გრანტის (გლობალურ ჯანმრთელობაში აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - BACE) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში (გერმანია) 2024 წლის 26-31 მაისს.

მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ბიწკინაშვილმა და პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ მონაწილეობა მიიღეს ფინალურ კონფერენციაში და კოორდინატორების შეხვედრაზე, ასევე სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც განხილული იქნა სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები.  

დეკანის მოადგილემ. ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ფიცხელაურმა მონაწილეობა მიიღო ვორკშოპში “Foundations of teaching and learning”. მიღებული გამოცდილება გაზიარებული იქნება მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან.

პროფესორმა ნატა ყაზახაშვილმა და  ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ლორიამ  მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში ,,Global Health Academy 2”.

პროექტის ფარგლებში შემუშავებული კურსები დანერგილი იქნება თსუ მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში, ხოლო თანამშრომლობა გაგრძელდება თსუ-ს მონაწილეობით დაფუძნებული გლობალური ჯანმრთელობის ევრაზიის აკადემიური ალიანსის ფარგლებში. 

თარიღი: 04/06/2024